არც მე ვიყავი ალბათ უზადო.
არც შენ ყოფილხარ მშვიდი.
მთხოვდი, მაქციე ლექსის მუზადო,
მხატავდი, მწერდი, მშლიდი.
ტანზე მეკვროდი, სულ ქათქათა და
მარტის მზესავით ნორჩი.
მერე უეცრად სუნთქვა გათავდა
შენ რომ საუბარს მორჩი.
შემახე ხელი, თეთრად დაქნილი,
როგორც ხის ტოტებს წალდი
და ბუტბუტებდი იავარქმნილი:
- წადი ფიქრიდან, წადი!
მათე მარადელი
No comments:
Post a Comment